ფინეთი უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებას დაიწყებს
05/12/2023 08:32:53 მსოფლიო
ფინეთი უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებას მალე დაიწყებს. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰიაკანენმა Iltalehti-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ გაზრდის ფინეთი უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებას", - განაცხადა ფინელმა მინისტრმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება სავარაუდოდ, შობამდე იქნება მიღებული.
"ახლა გამოცხადდა გეგმა საბრძოლო მასალის წარმოების საგრძნობლად გაზრდის შესახებ. ჩვენ ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ახლა. ამავდროულად, ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ფინეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მზადყოფნას საბრძოლო მასალის წარმოებისთვის", - თქვა მინისტრმა.
ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის დიდი შეკვეთა მოიგო. შემკვეთი ნატოს უსახელო ქვეყანაა.
მანამდე ევროკომისიამ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, ზეწოლა მოეხდინათ თავდაცვის ინდუსტრიაზე, რათა გაზარდონ უკრაინისთვის ჭურვების წარმოება.


