Accentnews.ge
ფეოდოსიაში რუსულ ნავთობბაზას დრონებით შეუტიეს

ფეოდოსიაში რუსულ ნავთობბაზას დრონებით შეუტიეს

05/12/2023 07:40:12 მსოფლიო

ორი უპილოტო საფრენი აპარატი 5 დეკემბერს, დილით ფეოდოსიაში საზღვაო ნავთობის საცავს დაესხა თავს, იუწყებიან რუსული და ყირიმული ტელეგრამ–არხები.

როგორც ტელეგრამ–არხი „ბაზა“ თავის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რუსეთის ნავთობის საცავს „Sea Oil Terminal“ ორი თვითმფრინავის ტიპის დრონით დაესხნენ თავს. როგორც იუწყებიან, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, ჰაერში აფეთქდა - ფრაგმენტები ნავთობსაცავის ტერიტორიაზე დაეცა, მეორე კი ერთ-ერთი ავზიდან 70 მეტრში ჩამოვარდა.

ამ დროისთვის დაზიანების ან ხანძრის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ 5 დეკემბრის ღამეს ყირიმში აფეთქებების ხმები ისმოდა. არსებული ცნობებით, შეტევა 40–მდე დრონით განხორციელდა.

საზღვაო ნავთობის ტერმინალი მდებარეობს ფეოდოსიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. საწარმოს ტერიტორიაზე 30-მდე საწვავის ავზი დგას. ასევე არის სარკინიგზო ლიანდაგები, რომლებიც რუს ოკუპანტებს საშუალებას აძლევს სწრაფად გადაიტანონ საწვავი და საპოხი მასალები უკრაინის ნახევარკუნძულის მთელს ტერიტორიაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S