Accentnews.ge
დიდმა ბრიტანეთმა სავიზო ზომების გამკაცრების შესახებ გამოაცხადა

დიდმა ბრიტანეთმა სავიზო ზომების გამკაცრების შესახებ გამოაცხადა

05/12/2023 07:04:44 მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა მიგრაციის შესამცირებლად სავიზო ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა, – იუწყება Reuters.

მისი ცნობით, ბრიტანეთში მიგრაციამ რეკორდულ მაჩვენებელს – 745 000-ს 2022 წელს მიაღწია და მას შემდეგ მაღალ დონეზე დარჩა.

როგორც მედია წერს, ბრიტანეთში ბევრი მიგრანტი ახლა ევროკავშირის ნაცვლად, ინდოეთიდან, ნიგერიიდან და ჩინეთიდან ჩადის.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლის განცხადებით, ახალმა ზომებმა შესაძლოა, მიგრანტების რიცხვი 300 000-ით შეამციროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S