ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: ისრაელი-"ჰამასის" ომის გაშუქებისას, სულ მცირე, 63 ჟურნალისტი დაიღუპა
05/12/2023 06:05:49 მსოფლიო
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" (CPJ) ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-"ჰამასის" ომის გაშუქებისას, სულ მცირე, 63 ჟურნალისტი დაიღუპა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან : 56 პალესტინელი, ისრაელის 4 მოქალაქე და 4 ლიბანელი ჟურნალისტი.
„ღაზაში ჟურნალისტები, რომლებიც კონფლიქტის გაშუქებას ცდილობენ, განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე დგანან", ნათქვამია CPJ–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


