Accentnews.ge
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: კიევმა ევროკავშირთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციები დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: კიევმა ევროკავშირთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციები დაიწყო

05/12/2023 05:30:32 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კიევმა ევროკავშირთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციები დაიწყო.

მისი ინფორმაციით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციების პირველი რაუნდი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული საგარეო მოქმედებების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე შარლ ფრისთან დაიწყო.

კონსულტაციების დროს მხარეებმა ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების მიმართ ხედვები გაცვალეს და აქცენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე გააკეთეს.

იგორ ჟოვკვამ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავისთავად იქნება უკრაინისა და მთლიანად ევროპული საზოგადოების უსაფრთხოების მძლავრი გარანტია.

მანამდე, მსგავსი კონსულტაციები უკრაინამ ნოემბერში გერმანიასთან, იტალიასთან, ნიდერლანდებთან და საფრანგეთთან დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S