Accentnews.ge
Spiegel: გერმანია მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო კონტროლს 15 დეკემბრამდე გააგრძელებს

Spiegel: გერმანია მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო კონტროლს 15 დეკემბრამდე გააგრძელებს

04/12/2023 18:00:40 მსოფლიო

გერმანია მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო კონტროლს 15 დეკემბრამდე გააგრძელებს, – იუწყება Spiegel.

მისი ცნობით, მას შემდეგ, რაც პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან საზღვარზე კონტროლი ძალაში შევიდა, პოლონეთიდან გერმანიაში არალეგალურად შესვლის 3,300 შემთხვევა დაფიქსირდა და 1,100-ზე მეტის აღკვეთა მოხერხდა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სასაზღვრო კონტროლი უწყებას არალეგალური მიგრაციის მრავალი შემთხვევის იდენტიფიცირებაში დაეხმარა.

გერმანიამ მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრებზე კონტროლი 16 ოქტომბერს დააწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S