Accentnews.ge
ზელენსკი: პარტნიორებმა ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადმოგვცეს

ზელენსკი: პარტნიორებმა ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადმოგვცეს

04/12/2023 16:04:38 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორებმა კიევს ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადასცეს.

„ჩვენს პარტნიორებთან დადებული მნიშვნელოვანი თავდაცვითი შეთანხმებების შესრულება გრძელდება. ჩვენ არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და ასევე ახალი, თანამედროვე საზენიტო სისტემები მივიღეთ. ჩვენი მეგობრების მადლობელი ვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქით, უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას ზრდის:

„თავდაცვის შიდა წარმოების გასაზრდელად ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოაქვს. თვეში ექვსი Bohdana-ს საარტილერიო სისტემის დონემდე ავედით და ჩვენ შესაძლებლობების გაზრდის შემდგომ გზებს ვხედავთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S