Accentnews.ge
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის გაფართოებისა და ე.წ. მწვანე დერეფნის რეალიზაციის საკითხები განიხილეს

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის გაფართოებისა და ე.წ. მწვანე დერეფნის რეალიზაციის საკითხები განიხილეს

04/12/2023 14:51:42 მსოფლიო

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შახბაზოვმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა დუბაიში გამართულ შეხვედრაზე სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის გაფართოებისა და ე.წ. მწვანე დერეფნის რეალიზაციის საკითხი განიხილეს.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, შახბაზოვისა და სიმსონის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ, ე.წ. მწვანე დერეფნის პროექტის რეალიზაციის მიზნით უახლოეს ხანში შეიქმნება ერთობლივი საწარმო, რომელიც პროექტის განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ცნობისთვის: ე.წ. მწვანე დერეფნით, აზერბაიჯანიდან განახლებადი ენერგიის ევროპაში შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირებაა დაგეგმილი. პროექტის მონაწილეები არიან აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S