სერბეთმა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტისთვის მილსადენის მშენებლობა დაასრულა, გაზსადენი სატესტო რეჟიმში მიმდინარე კვირაში ამოქმედდება
04/12/2023 14:24:53 მსოფლიო
სერბეთმა დაასრულა ბულგარეთთან გაზის დამაკავშირებელი მილსადენის მშენებლობა, რომელიც ქვეყანას აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის საშუალებას მისცემს, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
„სერბეთი-ბულგარეთის მილსადენის პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყეთ. მიმდინარე კვირის ბოლომდე გაზსადენი სატესტო რეჟიმში ამოქმედდება“, - განაცხადა სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა დედოვიჩ ჰანდანოვიჩმა.
მისი თქმით, მანამდე გაფორმდა კომერციული ხელშეკრულება აზერბაიჯანიდან მომავალი წლის ბოლომდე 400 მლნ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებაზე.


