Accentnews.ge
ლიეტუვა აშშ–სგან Switchblade 600–ებს 2024 წლისთვის მიიღებს

ლიეტუვა აშშ–სგან Switchblade 600–ებს 2024 წლისთვის მიიღებს

04/12/2023 14:06:25 მსოფლიო

ლიეტუვა აშშ–სგან Switchblade 600–ის ტიპის საბრძოლო დრონებს 2024 წლისთვის მიიღებს, – იუწყება უკრაინული მედია.

მისივე ცნობით, ცოტა ხნის წინ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი კალიფორნიაში მდებარე AeroVironment–ს ქარხანას ეწვია და უპილოტო საფრენი აპარატები დაათვალიერა.

AeroVironment-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვაჰიდ ნავაბიმ დაარწმუნა ლიეტუველი მინისტრი, რომ დრონებს კიევს მომავალი წლისთვის მიაწვდიან.

"ეს იქნება სერიოზული გაძლიერება ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, მტრის ჯავშანტექნიკა 40 კილომეტრამდე მანძილზე გავანადგუროთ. ჩვენ უკვე ვხედავთ მათი გამოყენების შედეგებს უკრაინაში", - განაცხადა ანუსაუსკასმა.

ცნობისთვის: ლიეტუვამ ამერიკულ მხარესთან შესაბამისი კონტრაქტი გასულ წელს გააფორმა.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ბოლომდე ლიეტუვა და შეერთებული შტატები ხელს მოაწერენ შეთანხმებას AMRAAM-ის ტიპის რაკეტების შეძენის შესახებ.

მანამდე, ვილნიუსმა ვაშინგტონთან გააფორმა შეთანხმება ამერიკული წარმოების HIMARS–ების შეძენასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ლიეტუვა დიდი ხანია, აშშ–სგან Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებსა და სხვადასხვა საკომუნიკაციო აღჭურვილობას ყიდულობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S