რუსეთში გენერალ ზავადსკის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურეს
04/12/2023 10:41:27 მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში დაიღუპა მე-14 არმიის მეთაური, გენერალი ვლადიმირ ზავედსკი. ამის შესახებ ინფორმაცია ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა დაადასტურა.
მისი თქმით, ზავედსკი „საბრძოლო პოსტზე დაიღუპა“.
რუსი გენერლის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია და სხვადასხვა ვერსია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, იგი ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კრინოკის ოლქში, ნაღმზე აფეთქდა.


