რუსული კომპანიების შემოსავალი განახევრდა
04/12/2023 09:22:10 მსოფლიო
რუსული კომპანიების შემოსავალი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საგრძნობლად შემცირდა. ფედერალური საგადასახადო სამსახურის უახლესი მონაცემებით, კომპანიების შემოსავალმა 342 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის ნახევარია.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზი ენერგორესურსების დაბალი ფასი, მომხმარებელთა მოთხოვნის შემცირება და სანქციებით გამოწვეული ლოგისტიკური პრობლემებია.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშატბიანი შეჭრის შემდეგ, მოსკოვს დასავლეთმა სანქციების მთელი სერია დაუწესა.


