Accentnews.ge
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას 11 მთამსვლელი ემსხვერპლა

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას 11 მთამსვლელი ემსხვერპლა

04/12/2023 08:30:46 მსოფლიო

ინდონეზიაში ვულკან "მარაპის" ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა, – იუწყება Reuters. ისინი დასავლეთ სუმატრაში იპოვეს.

სამაშველო სამსახურის თქმით, დაკარგულად მიიჩნევა 12 ადამიანი, რომელთა სამძებრო სამუშაოები უსაფრთხოების გამო დროებით შეჩერებულია.

ამ დროისთვის ნაპოვნია მხოლოდ 3 ადამიანი, რომელიც ვულკანს გადაურჩა. საშიში ზონიდან განხორციელდა 49 მთამსვლელის ევაკუაციაც. რამდენიმე მათგანს დამწვრობა აქვს მიღებული.

ცნობისთვის: "მარაპი" კუნძულ სუმატრას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ის კვირას, 3 დეკემბერს, ამოიფრქვა. ხელისუფლებამ განგაშის მეორე უმაღლესი დონე გამოაცხადა და კრატერიდან სამი კილომეტრის რადიუსში ტერიტორიაზე შესვლა აკრძალა.

"მარაპის" ამოფრქვევამ 1979 წელს 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S