Accentnews.ge
ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასს“ სხვა ქვეყნებშიც გაანადგურებენ

ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასს“ სხვა ქვეყნებშიც გაანადგურებენ

04/12/2023 06:20:21 მსოფლიო

ისრაელს გადაწყვეტილი აქვს „ჰამასის“ ლიკვიდაცია მთელ მსოფლიოში, თუნდაც ამას წლები დასჭირდეს, - ამის შესახებ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რონენ ბარმა განაცხადა.

„კაბინეტმა დაგვისახა მიზანი : ეს არის "ჰამასის" ლიკვიდაცია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ამის გაკეთება. ეს ჩვენი მიუნხენია. ყველგან: ღაზაში, ისრაელში, ლიბანში, თურქეთში, კატარში, ყველგან,“ - განაცხადა რონენ ბარმა და დასძინა, "ამას რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ ჩვენ იქ ვიქნებით ამის გასაკეთებლად".

"ჩვენი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ როგორც უსაფრთხოება, ასევე უსაფრთხოების განცდა. სამწუხაროდ, 7 ოქტომბერს ჩვენ ამის გაკეთება ვერ შევძელით. არ ველოდებით. უკვე ვიღებთ გაკვეთილებს მოვლენებიდან“, - აღნიშნა რონენ ბარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S