Accentnews.ge
პენტაგონი: ისრაელმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, გაიმარჯვოს, თუ მშვიდობიან მოსახლეობას დაიცავს

პენტაგონი: ისრაელმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, გაიმარჯვოს, თუ მშვიდობიან მოსახლეობას დაიცავს

03/12/2023 13:39:30 მსოფლიო

აშშ–ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელი ღაზას სექტორის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლებს აწარმოებსდა ის გამარჯვებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიცავს სამოქალაქო მოსახლეობას. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა რეიგანის სახელობის თავდაცვის ეროვნულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისი თქმით, "ტაქტიკური გამარჯვება შესაძლოა სტრატეგიულ მარცხად გადაიქცეს, თუკი სამოქალაქო მოსახლეობა „მტერს ჩაეხუტება“.

ოსტინმა გაიხსენა საკუთარი საბრძოლო გამოცდილება ქალაქის გარემოში, როცა იგი ერაყში იბრძოდა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

„ისევე, როგორც "ჰამასი", 'ისლამური სახელმწიფოც" ღრმად არის ფესვგადგმული ქალაქურ დასახლებებში და საერთაშორისო კოალიცია ყოველ ღონეს ხმარობდა სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად და ჰუმანიტარული დერეფნების შესაქმნელად, გააფთრებული ბრძოლების დროსაც კი", – განაცხადა ოსტინმა.

ასევე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა განხილვას არ ექვემდებარება.

ღაზას სექტორში საბრძოლო ოპერაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს ისრაელზე ჯიჰადისტების 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ. მაშინდელ ტერაქტს ისრაელში 1200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 240-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

„ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ დაწყებული იერიშის შემდეგ სექტორში დაიღუპა 15 ათასზე მეტი პალესტინელი, მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით შემოწმება არ ხერხდება.

ისრაელი აცხადებს, რომ მისი ოპერაციის მიზანია, „ჰამასს“ ძალაუფლება დააკარგვინოს ღაზას სექტორში.

ამავდროულად, Reuters იტყობინება, რომ ისრაელის ხელისუფლებამ ეგვიპტეს, იორდანიას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, თურქეთსა და საუდის არაბეთს შეატყობინა, რომ ომის შემდეგ ღაზაში ბუფერული ზონის შექმნას აპირებს. სააგენტოს ცნობით, ზონა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ იქნება გაჭიმული და მისი მიზანი იქნება, აღკვეთოს ისრაელზე ჯიჰადისტების შესაძლო თავდასხმები. როგორც გამოცემა იტყობინება, ზონის სიღრმეს ჯერ–ჯერობით არ აზუსტებენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა Reuters-თან საუბარში ასევე დააზუსტა ომის შემდგომ პერიოდში ღაზას მოწყობასთან დაკავშირებული ზოგიერთი სხვა დეტალი. კერძოდ, ორიფ ფალკმა თქვა, რომ ისრაელის ხელისუფლების გეგმა მოიცავს „ჰამასის“ განადგურებას, ღაზას დემილიტარიზაციას და მოსახლეობის დერადიკალიზაციას. "ბუფერული ზონა დემილიტარიზაციის პროცესის ნაწილი შეიძლება, იყოს", განაცხადა ფალკმა.

Reuters–ის ინფორმაციით, ის ესაუბრა ეგვიპტის უშიშროების სამსახურების თანამშრომლებს, რომლებმაც თქვეს, რომ ისრაელმა კაიროს შესთავაზა, განაიარაღოს ღაზას სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი და ბუფერული ზონა შექმნას საერთაშორისო კონტროლით. Reuters-ის ცნობით, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე სახელმწიფო ამ გეგმის წინააღმდეგია. ამასთან, რამდენიმე არაბული სახელმწიფო არ ეწინააღმდეგება ბუფერული ზონის შექმნას, მაგრამ ჯერ–ჯერობით ვერ შეთანხმდნენ, კერძოდ სად შეიძლება მდებარეობდეს ის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S