შოლცმა განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად „კლიმატის კლუბის“ შექმნის შესახებ განაცხადა
01/12/2023 19:27:09 მსოფლიო
გერმანიის კანცლერის განცხადებით, იქმნება საერთაშორისო კლუბი, რომლის მიზანია, განვითარებად ქვეყნებში დაეხმაროს მრეწველობის იმ სფეროებს, რომლებიც რთული ნარჩენების გადამუშავება უწევთ. საუბარია მათ შორის, ფოლადის, ცემენტის და ალუმინის წარმოებაზე.
შოლცის თქმით, მნიშვნელოვანია, ერთობლივად შემუშავდეს სწორი სტანდარტები და სტრატეგიები ნახშირორჟანგისგან თავისუფალი მრეწველობის განვითარებისთვის.
„კლიმატის კლუბის“ შემადგენლობაში ამ ეტაპზე 36 წევრი იქნება. კლუბი შეეცდება, დააჩქაროს განსაზღვრულ საწარმოებში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის სტანდარტიზების პროცესის ტექნიკური სამუშაოები და მოხდეს აზრთა გაცვლა ნულოვანი ემისიის მისაღწევად, – განაცხადა შოლცმა დუბაიში, სადაც გაეროს კლიმატის კონფერენცია იმართება.
კლუბი ასევე შექმნის პლატფორმას, რათა წევრების საჭიროებისთვის ტექნიკური და ფინანსური ინსტრუმენტების შეთანხმება მოხდეს.
„ეს საინვესტიციო სიგნალი იქნება არა მხოლოდ გერმანიის მრეწველობისთვის, ის ორიენტირად გადაიქცევა სხვა ქვეყნებისთვის“,– თქვა შოლცმა.


