BBC: „ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმა განახორციელა
01/12/2023 18:45:01 მსოფლიო
„ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმა განახორციელა. ლიბანის რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის პოზიციებს ცეცხლი ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ გაუხსნა. იუწყება BBC.
ისრაელის ძალების განცხადებით, მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ლიბანის ტერიტორიიდან გაშვებული საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.
ისრაელის ცენტრალური ნაწილი მიმართულებით რაკეტები „ჰამასმაც“ გაუშვა. ისრაელის თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რაკეტის განეიტრალება შეძლო.
ისრაელმა "ჰამასი" ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია განაახლა, განაცხადა, რომ 200–მდე სამიზნეს დაარტყა.


