Accentnews.ge
რუსეთმა ადგილი დაკარგა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოში

რუსეთმა ადგილი დაკარგა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოში

01/12/2023 18:02:02 მსოფლიო

რუსეთმა დაკარგა ადგილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში. პარასკევს ასამბლეაზე მან საკმარისი ხმები ვერ მიიღო. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის საბჭოდან გარიცხვა მოითხოვა.

„რუსეთის ადგილი არ არის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში და მის ხელმძღვანელობაში, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში არავის მიუყენებია ისეთი ზიანი ტრანსპორტირების თავისუფლებისთვის, როგორც რუსეთს“, - თქვა ზელენსკიმ მიმართვაში.

რუსეთის დელეგაციამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ ქვეყანა ორგანიზაციაში "დაბალანსებულ და კონსტრუქციულ როლს ასრულებს".

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) დაარსდა გაეროს მიერ და არეგულირებს საზღვაო ვაჭრობას მთელ მსოფლიოში. იგი მოიცავს 175 ქვეყანას. IMO-ს ასამბლეა მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ლონდონში გაიმართება. პარასკევს 40 ქვეყანა კენჭისყრით აირჩიეს რომლებიც შევლენნ ახალ მმართველ საბჭოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S