Accentnews.ge
კონგრესმენი ჯორჯ სანტოსი აშშ–ის წარმომადგენელთა პალატიდან გააძევეს

კონგრესმენი ჯორჯ სანტოსი აშშ–ის წარმომადგენელთა პალატიდან გააძევეს

01/12/2023 17:48:12 მსოფლიო

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატიდან რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯორჯ სანტოსი გააძევეს.

სანტოსის წინააღმდეგ წარდგენილი მოხსენების მიხედვით, მას პოლიტიკური კამპანიისას მიღებული შემოწირულობების საკუთარი მიზნებისთვის დახარჯვაში ადანაშაულებენ.

გადაწყვეტილებას 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 114 წინააღმდეგ წავიდა.

აქამდე წარმომადგენელთა პალატიდან მხოლოდ 5 კონგრესმენი იყო გაძევებული. მათგან სამი სამოქალაქო ომის დროს კავშირისადმი არალოიალობის გამო გააძევეს. ორი კი მას შემდეგ, რაც ფედერალურმა სასამართლოებმა ისინი დამნაშავეებად ცნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S