Accentnews.ge
ლავროვი: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნების გადახედვის მიზეზს ვერ ხედავს

ლავროვი: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნების გადახედვის მიზეზს ვერ ხედავს

01/12/2023 14:55:04 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი "ვერ ხედავს მიზეზს, უკრაინაში ომის მიზნებს გადახედოს". ამის შესახებ ლავროვმა 1 დეკემბერს, ეუთოს მინისტერიალზე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

"მე ამოვდივარ იქიდან, რომ ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის [ასე უწოდებს კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომს] ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნებს აღწევს. უმაღლესი მთავარსარდალი ამ ოპერაციას მუდმივად აკონტროლებს. და ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა გადაიხედოს ჩვენი ომის მიზნები." - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2022 წლის თებერვალში უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის გასამართლებლად კრემლმა თავის მიზნად უკრაინის "დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია" გამოაცხადა. 24 თებერვალს პუტინმა თქვა: "მე გადავწყვიტე ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია. მისი მიზანია დაიცვას ადამიანები, რომლებსა 8 წელია კიევის რეჟიმი გენოციდს უწყობს. ჩვენ ვიბრძოლებთ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S