Reuters: ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა შეწყდა
01/12/2023 14:32:33 მსოფლიო
ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთი აღარ შედის,– იუწყება Reuters ეგვიპტურ წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტოს წერს, რომ გამშვები პუნქტ რაფაჰის გავლით ჰუმანიტარული ტვირთის გადატანა საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ შეწყდა.რაფაჰის გამშვები პუნქტი ერთადერთი იყო, საიდანაც ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებოდა.
Reuters–ის ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთის რაოდენობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედების დროს გაიზარდა, თუმცა ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, ჰუმანიტარული დახმარება ჯერ კიდევ ბევრად ჩამორჩება მის რეალურ საჭიროებას.
ისრაელის განცხადებით, ვინაიდან „ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია, მან განაახლა საბრძოლო ქმედებები.


