Accentnews.ge
IDF-მა ბრძოლის არეალების ხალხისთვის შესატყობინებლად ღაზის სექტორის ზონების რუკა გაავრცელა

IDF-მა ბრძოლის არეალების ხალხისთვის შესატყობინებლად ღაზის სექტორის ზონების რუკა გაავრცელა

01/12/2023 11:24:38 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის მცირე ზონებად დაყოფილი რუკა გაავრცელა, რომლის საშუალებითაც ისრაელი ღაზას მოსახლეობას ბრძოლის აქტიური არეალების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

ისრაელის თავდაცვის ძალები პალესტინელებს სთხოვს, ყურადღება მიაქციონ რუკების ზონებს და იცოდნენ რომელ ზონაში იმყოფებიან.

ისრაელის თავდაცვა ამ რუკას მომავალში გამოიყენებს ზუსტად მისათითებლად, თუ სად იქნება აქტიური საბრძოლო მოქმედებები და შესაბამისად, რა ზონიდან არის საჭირო ევაკუაციის დაწყება. ისრაელი ომის დაწყების შემდეგ ითხოვს მასობრივ ევაკუაციას ჩრდილოეთიდან სამხრეთში. გავრცელებული ინფორმაციით, IDF-ი თვლის, რომ ზონებად დაყოფა უფრო ეფექტური იქნება და მათ საშუალებას მისცემს სახმელეთო ოპერაცია სამხრეთისკენაც გააფართოვონ.

"ღაზას სექტორის ხალხი ჩვენი მტერი არ არის. ამიტომ, ამ დილას IDF-მა დაიწყო კონტროლირებული ევაკუაციის ოპერაცია, რათა ისინი მაქსიმალურად მოაშორონ აქტიური ბრძოლის ადგილებს" - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S