ისრაელმა მადრიდიდან გაიწვია ელჩი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ
01/12/2023 07:30:56 მსოფლიო
ისრაელმა ესპანეთიდან თავისი ელჩი 30 ნოემბერს გაიწვია კონსულტაციებისთვის მას შემდეგ, რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ეჭვი გამოთქვა ღაზას სექტორში ისრაელის სამხედროების მოქმედების ჰუმანიტარულ კანონთან შესაბამისობის თაობაზე.
ისრაელის მთავრობის მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენს, გამოიძახოს ესპანეთის ელჩი მისთვის საპროტესტო ნოტის გადასაცემად. ნეთანიაჰუმ სანჩესის სიტყვებს "სამარცხვინო" უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ სანჩესის განცხადება გაკეთდა იმ დღეს, როდესაც „ჰამასის“ ბოევიკებმა ადამიანები დახოცეს იერუსალიმში.
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სიტუაციის შესახებ ოპერატიულად კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო, აღნიშნავს Reuters.
გასულ კვირას პედრო სანჩესისა და ბელგიის მთავრობის მეთაურის მსგავსმა კომენტარებმა აიძულა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სასაუბროდ ორივე ქვეყნის ელჩები გამოეძახა.
ელი კოენმა გამონათქვამებს უწოდა "ცრუ ბრალდებების" გამეორება. სანჩესმა მაშინ აღნიშნა, რომ მეგობარმა ქვეყნებმა ერთმანეთს უნდა მისცენ გარკვეული შეფასებების გამოთქმის საშუალება.
30 ნოემბერს, დილით იერუსალიმში, ავტობუსის გაჩერებაზე ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ხალხს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.


