Accentnews.ge
ბრიუსელი უკრაინის ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში ინტეგრირების წინადადებით გამოვიდა

ბრიუსელი უკრაინის ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში ინტეგრირების წინადადებით გამოვიდა

01/12/2023 07:05:41 მსოფლიო

ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის სტრატეგიამ უნდა გაითვალისწინოს უკრაინის სამხედრო საჭიროებები, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის ყოველწლიურ თავდაცვის კონფერენციაზე გამოსვლისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში. ეს, ფონ დერ ლეიენის თქმით, დაეხმარება კიევს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ამ იდეის განხორციელებისკენ პირველ ნაბიჯად დაასახელა უკრაინის ჩართვა თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების ირგვლივ კონსულტაციებში, იტყობინება Reuters.

ამან უნდა გამოიწვიოს უკრაინის ინტეგრაცია ზოგიერთ ევროპულ თავდაცვის პროგრამაში - „ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს თანხმობით და იქ, სადაც ეს აუცილებელია“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

აგვისტოში ტოლედოში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გამოცხადდა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დოლარის სამხედრო დახმარების ფონდის შექმნა.

კიევს 2024 წლიდან 2027 წლამდე იარაღისა და სასწავლო პროგრამებისთვის ყოველწლიურად 5 მილიარდი ევრო გამოეყოფა.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირი ასევე ამზადებს უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტს, რომლის მოცულობაც 50 მილიარდი ევროა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა 14-15 დეკემბერს სამიტზე კენჭს უყრის დახმარების პაკეტს. თუმცა, არსებობს შიში, რომ დახმარება შეიძლება დაბლოკოს უნგრეთმა. ამავე დროს, ევროკავშირი აცხადებს, რომ მას აქვს „გეგმა B“, თუ ბუდაპეშტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S