Accentnews.ge
ისრაელი: "ჰამასმა" კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

ისრაელი: "ჰამასმა" კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

30/11/2023 19:26:32 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "ჰამასმა" კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. მისი ინფორმაციით, მძევლები "წითელ ჯვარს" უკვე გადასცეს.

დღეს დილით ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი იუწყებოდა ორი პირის 21 წლის მია შემისა და 40 წლის ამიტ სუსანას გათავისუფლების თაობაზე. ისინი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე, ჰაცერიმის ბაზისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებიან.

ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების დროებითი შეჩერების შესახებ ისრაელთან მიღწეული გარიგების პირობების თანახმად, ოთხშაბათს საღამოს „ჰამასმა“ გაათავისუფლა 16 მძევალი, მათ შორის ორი რუსი და ოთხი ტაილანდის მოქალაქე. ამის საპასუხოდ ისრაელმა ციხეებიდან კიდევ 30 პალესტინელი პატიმარი – ქალები და არასრულწლოვანები გაათავისუფლა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი დღით გაგრძელდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავი, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ამ დროით სარგებლობას ღაზას სექტორში მყოფი, ისრაელიდან გატაცებული ქალების და ბავშვების გასათავისუფლებლად, ასევე - ისრაელის საპატიმროებიდან პალესტინელი ქალების და მოზარდების გათავისუფლებას.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე.

6 დღის განმავლობაში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 97 მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 210-მა პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზას სექტორში 240-მდე მძევალი იყო.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S