Accentnews.ge
მედია: როსტოვის რეგიონში ცეცხლში ჭურვის აფეთქების შედეგად 12 ჯარისკაცი დაიღუპა

მედია: როსტოვის რეგიონში ცეცხლში ჭურვის აფეთქების შედეგად 12 ჯარისკაცი დაიღუპა

30/11/2023 18:37:16 მსოფლიო

როსტოვის რეგიონში, კუზმინსკის პოლიგონზე კოცონში ჩავარდნილი ჭურვის აფეთქების გამო 12 სამხედრო საზღვაო ქვეითი დაიღუპა და ოთხი ჯარისკაცი დაშავდა, – იუწყება 161.ru სამართალდამცავი ორგანოების, არმიისა და საგამოძიებო უწყებების სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა განმარტავს, რომ ინციდენტი 3 ნოემბერს უნდა მომხდარიყო, სავარაუდოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო. მაგრამ ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. ერთ-ერთ წყაროს თქმით, ტრაგიკული ინციდენტი ცეცხლის დანთების დროს მოხდა პოლიგონზე, სადაც ჯარისკაცების თავშეყრის მახლონლად, საბრძოლო მასალით სავსე ყუთები ეწყო.

„ყუმბარსატყორცნ РПГ-7-ის ჭურვი ჩამოცურდა, ცეცხლში ჩავარდა და აფეთქდა. ადგილზე 8 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 8 დაიჭრა. ყველა დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცი ვლადივოსტოკიდან იყო. ისინი ჯარში კონტრაქტის საფუძველზე იმსახურობდნენ“, - განაცხადა წყარომ, რომლის ინფორმაციით 4 დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც 161.ru-წერს, მომხდარს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო საგამოძიებო სამმართველო იძიებს. მაგრამ თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ვებგვერდზე ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S