Accentnews.ge
ბრიტანეთი სპარსეთის ყურესა და ბალტიის ზღვაში სამხედრო გემებს აგზავნის

ბრიტანეთი სპარსეთის ყურესა და ბალტიის ზღვაში სამხედრო გემებს აგზავნის

30/11/2023 18:02:35 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი სპარსეთის ყურესა და ბალტიის ზღვაში სამხედრო გემებს აგზავნის. როგორც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა გრანტ შეპსმა განაცხადა, სპარსეთის ყურისკენ სამეფო ფლოტის შემადგენლობაში მყოფი გემი HMS Diamond მიემართება. ის შეუერთდება ფრეგატ HMS Lancaster-სა და სამ გამნაღმველ ხომალდს, რომლებიც იქ 2022 წლიდან იმყოფებიან.

მისივე თქმით, დამატებითი ხომალდის გაგზავნა იქნება სიგნალი ირანისა და მისი მხარდამჭერი ძალებისადმი რეგიონში.

გარდა ამისა, ბრიტანული გემები დეკემბრიდან დაიწყებენ პატრულირებას ლა მანშის წყლებში, ასევე ჩრდილოეთისა და ბალტიისპირეთის ზღვაში. ისინი უხელმძღვანელებენ სხვადასხვა ქვეყნის ხომალდების ჯგუფს, რომელთა ამოცანა წყალქვეშა კაბელების დაცვა იქნება. ამ ჯგუფში ასევე იქნებიან სამხედრო ხომალდები დანიიდან, ნორვეგიიდან, ისლანდიიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიეტუვიდან. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ამ ოპერაციას ისტორიული მოვლენა უწოდა.

ბოლო წლებში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის სიახლოვეს რუსეთის სადაზვერვო გემების გადაადგილების გამო. 2022 წლის ოქტომბერში ბალტიის ზღვაში დაზიანდა ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა გაზსადენი და კაბელი. ამ შემთხვევაში ეჭვი მიიტანეს ჩინურ ხომალდზე. ფინეთსა და ესტონეთს შორის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება, სულ მცირე, 2024 წლის აპრილამდე არის შეჩერებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S