Accentnews.ge
ორბანის ადმინისტრაციის უფროსი: უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ დაუჭერს

ორბანის ადმინისტრაციის უფროსი: უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ დაუჭერს

30/11/2023 16:45:54 მსოფლიო

უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის არც ერთ წინადადებას, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ბლოკში გაწევრიანების შესახებ,-ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა გერგელ გულიაშმა ბუდაპეშტში 30 ნოემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ კიევთან ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება ნაადრევი იქნება და უნგრეთი არ დათანხმდება დეკემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დროს ამ საკითხზე დისკუსიების დაწყებას.

ევროკომისიამ გაყინა ბლოკის პოსტპანდემიური ეკონომიკური სტიმულირების პროგრამაში უნგრეთის მონაწილეობა კორუფციის შესახებ შეშფოთებისა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის პრინციპიდან გადახვევის გამო. ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მისი მთავრობა "არ მიიღებს" ევროკავშირის ზეწოლას, რომ უნგრეთისთვის თანხების გამოყოფის სანაცვლოდ მხარი დაუჭიროს უკრაინის წევრობის განაცხადს.

ვიქტორ ორბანმა ბრიუსელს აცნობა, რომ დეკემბრის სამიტზე აპირებს უკრაინისთვის გამიზნული დახმარებისა და ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხის დაბლოკვას. თუმცა გაფართოების საკითხზე ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება, რომელიც ევროპულ საბჭოში უნდა განიხილონ, მხოლოდ უკრაინას არ შეეხება. სწორედ ეს დოკუმენტი მოიცავს საქართველოს, მოლდოვასა თუ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებულ პერსპექტივებსა და მათი აღსრულების გზებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S