ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერსა და გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა
30/11/2023 16:19:26 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც ზელენსკი აცხადებს, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა გერმანიის მრავალწლიანი ფინანსური დახმარების პროგრამებზე, ასევე შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე, მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირებასა და შემდგომი დაცვისთვის საჭირო ძალისხმევაზე ისაუბრეს.
"სატელეფონო საუბარი მქონდა ოლაფ შოლცთან. ვისაუბრეთ თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. მადლობელი ვარ გერმანიის ძლიერი „ზამთრის“ თავდაცვის პაკეტისთვის, მათ შორის 4 IRIS-T სისტემისა და გერმანიის მრავალწლიანი ფინანსური დახმარების პროგრამისთვის. ეს არის გერმანიის ურყევი მხარდაჭერის საუკეთესო მანიშნებელი. ძალიან ვაფასებ, რომ ჩვენი ყველა შეთანხმება სრულდება. ვისაუბრეთ ევროკავშირთან უკრაინის ერთიანობის უზრუნველსაყოფად გერმანიის თანხმობის მნიშვნელობისა და მომავალი წლებისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხზეც", - წერს ზელენსკი სოცილაურ ქსელში.
მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი გამართა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ რიში სუნაკთანაც.
"მე ვესაუბრე რაში სუნაკს და მადლობა გადავუხადე ბრიტანეთს მუდმივი მხარდაჭერისთვის. ფრონტზე ჩემი ვიზიტის შემდეგ პრემიერ–მინისტრს ვაცნობე უკრაინის პრიორიტეტული თავდაცვის საჭიროებების, ჩვენი მეომრებისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საჭიროებების შესახებ. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის შემდგომი მაკროფინანსური მხარდაჭერა და კოორდინირებული ნაბიჯები მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების წინ. ჩვენ კონკრეტულად მივმართეთ უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ხაზგასმით აღვნიშნეთ მალტაში ოქტომბრის მშვიდობის ფორმულის მოლაპარაკებების მნიშვნელობა და განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები ფორმულის ამოქმედებისთვის." - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.


