Accentnews.ge
ბერბოკი: რუსეთი ეუთო–ს მუშაობას ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში უზარმაზარ დაბრკოლებებს უქმნიდა

ბერბოკი: რუსეთი ეუთო–ს მუშაობას ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში უზარმაზარ დაბრკოლებებს უქმნიდა

30/11/2023 15:44:32 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთი ეუთო–ს მუშაობას ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში უზარმაზარ დაბრკოლებებს უქმნიდა. ამის შესახებ მან ეუთო–ს მინისტერიალზე ისაუბრა.

"რუსეთის მთავრობის მზაკვრული თამაში, არის და იყო ორგანიზაციების განადგურება, რომლებიც ეყრდნობიან მშვიდობიან თანაარსებობას და თანამშრომლობას უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომთან. მოხარული ვარ, რომ არის მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენს სამშვიდობო წესრიგში და ეს მშვიდობის წესრიგი უნდა გაგრძელდეს", – განცხადა ბერბოკმა.

სკოპიე 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ეუთო–ს მინისტერიალს მასპინძლობს.

ეუთო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 30-ე სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სრგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S