Accentnews.ge
მედია: რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მარშრუტი პარალიზებულია, საუბრობენ დივერსიაზეც

მედია: რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მარშრუტი პარალიზებულია, საუბრობენ დივერსიაზეც

30/11/2023 13:44:37 მსოფლიო

ბურიატიაში, აღმოსავლეთ ციმბირის რკინიგზის "იტიკიტ– ოკუსიკან"–ის მონაკვეთზე, სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბში ცეცხლი გაუჩნდა მატარებელს, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა.

უკრაინული გამოცემა Suspilne ძალოვან უწყებაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ეს უკრაინის სპეცსამსახურების დივერსიაა.

გამოცემის ცნობით, მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც ოთხი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ამბობენ, რომ მატარებელს 41 ავზი საწვავი, სამი ავზი საავიაციო საწვავი და ექვსი ვაგონი შავი ლითონი გადაჰქონდა.

მედიის ცნობით, მონაკვეთი, სადაც ხანძარი გაჩნდა, სტრატეგიული მნიშვნელობისაა: ამ გზით ხორციელდება სამხედრო მიწოდება, მათ შორის ჩრდილოეთ კორეიდან.

გვირაბის სიგრძე 15 კილომეტრზე მეტია - ეს არის ყველაზე გრძელი ასეთი გვირაბი რუსეთში, აღნიშნავს ტელეგრამ–არხი Astra.

„ფაქტობრივად, ეს არის ერთადერთი სერიოზული სარკინიგზო მარშრუტი რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის. ახლა კი ეს მარშრუტი, რომელსაც რუსეთი ასევე იყენებს სამხედრო მომარაგებისთვის, პარალიზებულია“, - აცხადებენ Suspilne-თან წყაროები.

რუსული მედია წერს, რომ მსხვერპლი არ ყოფილა და რომ ფაქტს პროკურატურა იძიებს. მომხდარის მიზეზებზე არ საუბრობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S