Accentnews.ge
გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით რუსი და ავღანელი მოზარდები დააკავეს

გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით რუსი და ავღანელი მოზარდები დააკავეს

30/11/2023 13:22:58 მსოფლიო

ტერაქტის მომზადების ბრალდებით გერმანიაში ორი მოზარდი დააკავეს, იუწყება BBC.

ერთი, 15 წლის ედრის დ. წარმოშობით ავღანელია, მეორე – 16 წლის რუსლან მ. რუსეთიდანაა.

პოლიციის ცნობით, ორივე მოზარდი თვლის, რომ ისინი ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის წევრები არიან. ადრე ედრის დ.–მ პოლიციის ყურადღება ტერორიზმის პროპაგანდით მიიპყრო.

დაკავებულები, სავარაუდოდ, ამზადებდნენ თავდასხმას „ურწმუნოებზე“. შესაძლო სამიზნედ სახელდებოდა სინაგოგა კიოლნში და საშობაო ბაზრობა.

Bild-ის ცნობით, რასულ მ.-მ 1 დეკემბერს მეგობრის მონახულება განიზრახა, რათა მოეწყო ტერორისტული აქტი კიოლნში, ხელნაკეთი ცეცხლგამჩენი მოწყობილობების ან მცირე ზომის სატვირთო მანქანის გამოყენებით.

„საბოლოოდ ისინი შეთანხმდნენ საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის ძალიან კონკრეტულ გეგმაზე. გაჟღერდა ძალიან კონკრეტულად“, - განაცხადა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჰერბერტ რეულმა.

ბრანდენბურგის შინაგან საქმეთა მინისტრმა მაიკლ შტუბგენმა თქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აწყდება ისლამისტებს შორის თავდასხმებისა და მკვლელობების მოწოდებას. ”საშიშროება რეალურია და საფრთხე უფრო მაღალია, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში იყო”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში მამაკაცი სატვირთო მანქანის გამოყენებით აპირებდა ისრაელის მხარდამჭერ აქციაზე თავდასხმისთვის. ის დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S