Accentnews.ge
2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა მალტა გახდება

2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა მალტა გახდება

30/11/2023 11:28:41 მსოფლიო

2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე მალტა გახდება, - ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთო-ს თავმჯდომარემ ბუიარ ოსმანიმ ორგანიზაციის მინისტერიალის გახსნით სხდომაზე განაცხადა.

„მალტის რესპუბლიკამ ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობით აიღო. დარწმუნებული ვარ, რომ ესტონეთი ეუთო-ს დამსახურებული თავმჯდომარე გახდება და ეს მომენტი ძალიან მალე დადგება“, - განაცხადა ბუიარ ოსმანიმ.

ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მალტისთვის თავმჯდომარეობის გადაცემას ხვალ დაადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთმა და ბელარუსმა ესტონეთის მომავალ თავმჯდომარედ დანიშვნას ვეტო დაადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S