Accentnews.ge
ეუთო–ს მინისტერიალს ბოიკოტს პოლონეთიც უცხადებს

ეუთო–ს მინისტერიალს ბოიკოტს პოლონეთიც უცხადებს

30/11/2023 08:49:27 მსოფლიო

ეუთო–ს მინისტერიალს ბოიკოტს პოლონეთიც უცხადებს.

"ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იმ ორგანიზაციის მაგიდასთან, რომელიც ცდილობს მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნას ევროპაში", - ციტირებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ შიმონ შინკოვსკის AFP.

მინისტრის თქმით, "ლავროვის, როგორც აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლის, სამიტზე ყოფნა მიუღებელია".

ეუთო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S