ბერბოკი: გერმანია NATO-უკრაინის ფონდს 11.5 მილიონ ევროს გადაურიცხავს
29/11/2023 18:48:42 მსოფლიო
გერმანია NATO-უკრაინის ფონდს 11.5 მილიონ ევროს გადაურიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იუწყება.
"NATO-უკრაინის საბჭო იქნება სამუშაო ძრავა, რომლითაც უკრაინა სულ უფრო დაუახლოვდება NATO-ს. NATO-ს სტანდარტები, შესაძლებლობების დაგეგმვა და შეიარაღებული ძალების რეფორმირება მთავარია ამ გზაზე. გერმანია NATO-უკრაინის ფონდს დამატებით 11.5 მილიონ ევროს მისცემს." - ამბობს ბერბოკი.
უკრაინას და საქართველოს სურთ ალიანსში გაწევრიანება. ალიანსიც აღიარებს მათ პერსპექტივას ბუქარესტს სამიტის გადაწყვეტილებით, თუმცა ვილნიუსის სამიტზე უკრაინის შემთხვევაში შეჯერდნენ, რომ მაპი, როგორც გაწევრიანების ინსტტრუმენტი აღარ არის სავალდებულო. მსგავსი მექანიზმი უკვე იქნა გამოყენებული ფინეთის შემთხვევაში.


