Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "ომს ტექნოლოგია მოიგებს"

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "ომს ტექნოლოგია მოიგებს"

29/11/2023 18:29:55 მსოფლიო

ტექნოლოგია გადამწყვეტი იქნება ომში, რომელიც რუსეთის ფედერაციამ გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.

„ომს ტექნოლოგია მოიგებს. რუსებს შეუძლიათ მილიონებით "შემტევი ხორცის" მობილიზება, მათი ქარხნები ურალს მიღმა კი სამ ცვლაში მუშაობენ. მაგრამ ჩვენი უპირატესობა იქნება ასიმეტრიული პასუხებით და შესაძლებელია, უკვე მოქმედი ინოვაციების წყალობით“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, „ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიებს, ვამოწმებთ, მასშტაბურს ვხდით".

უმეროვის თავმჯდომარეობით კიევში IT კოალიციის ფარგლებში სამხედრო ატაშეებთან შეხვედრა გაიმართა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ ღონისძიებაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

IT კოალიცია არის სახელმწიფოთა სპეციალური ჯგუფი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემადგენლობაში („რამშტეინის ფორმატი“), რომელსაც ხელმძღვანელობენ ესტონეთი და ლუქსემბურგი და რომელიც ორიენტირებულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაზე. ამჟამად ინიციატივაში ექვსი სახელმწიფო მონაწილეობს (ესტონეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, დანია, ლატვია, ლიეტუვა), ხოლო ისლანდია მალე კიდევ ერთი წევრი უნდა გახდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S