Accentnews.ge
მედია: სულ მცირე, 4 000 მშვიდობიანი უკრაინელი იმყოფება რუსეთის ტყვეობაში, მათი 90% ნაწამებია

მედია: სულ მცირე, 4 000 მშვიდობიანი უკრაინელი იმყოფება რუსეთის ტყვეობაში, მათი 90% ნაწამებია

29/11/2023 18:09:13 მსოფლიო

სულ მცირე 4 000 მშვიდობიანი უკრაინელი, რომელთა ვინაობა და გატაცების გარემოებები ცნობილია უფლებადამცველებისთვის, ტყვეობაში რუსეთში ამყოფებენ. ამის შესახებ "ვაჟნიე ისტორიის" "სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის" ექსპერტმა მიხაილ სავვამ განუცხადა.

მისი თქმით, ტყვეთა 90% წამებას დაექვემდებარა. ეს მონაცემები ტყვეობიდან დაბრუნებულებთან ჩაწერილ ინტერვიუებს. იგივე 90%–ს ადასტურებს გაეროს უკრაინის კომისია. გაეროს და "სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის" დასკვნები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაკეთდა.

ამჟამად, უკრაინელი უფლებადამცველების თქმით, რუსეთში 500-მდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სამოქალაქო ტყვეების წინააღმდეგ, ძირითადად ჯაშუშობის ან ტერაქტის მომზადების მუხლებით.

როგორც იუწყებიან, 2022 წლის მარტიდან ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების უმრავლესობას კვლავ რუსეთის კოლონიებში ამყოფებენ ყოველგვარი პროცედურული სტატუსისა და ადვოკატთან წვდომის გარეშე. ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში მხოლოდ 154 ადამიანი დაბრუნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S