IDF ამოწმებს "ჰამასის" ცნობას ბიბასების ოჯახის სამი წევრის დახოცვის თაობაზე
29/11/2023 17:56:41 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) განაცხადეს, რომ აცნობეს ბიბასის ოჯახს "ჰამასის" განცხადების შესახებ მძევლობაში მყოფი ოჯახის სამი წევრის შესახებ.
დღეს ადრე "ჰამასმა" დაუზუსტებელ განცხადებაში აღნიშნა, რომ დედა შირი, ოთხი წლის არიელი და 10 თვის ბავშვი – კფირი მოკლეს.
„ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" აგრძელებს სასტიკ და არაადამიანურ მოქმედებას“, - თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ამოწმებენ "ჰამასის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სისწორეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ჰამასმა" ოჯახი – დედ–მამა და ორი მცირეწლოვანი – სხვა ტერორისტულ ორგანიზაციას გადასცა.


