Accentnews.ge
ხერსონის ოკუპირებული ნაწილში დაბომბვისას რუსი პოლიციელები დაიღუპნენ, დაჭრილებს შორის ქართული გვარიც ფიგურირებს

ხერსონის ოკუპირებული ნაწილში დაბომბვისას რუსი პოლიციელები დაიღუპნენ, დაჭრილებს შორის ქართული გვარიც ფიგურირებს

29/11/2023 16:50:47 მსოფლიო

28 ნოემბერს, დილით, ხერსონის რაიონის სოფელ იუბილეინოეში, რომელიც ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ, დაბომბვის შედეგად დაინგრა პოლიციის განყოფილების შენობა. შედეგად ოთხი რუსი პოლიციელი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ ტელეგრამ– არხი ASTRA იტყობინება.

არხის ცნობით, ამ განყოფილებაში დასაქმებული პოლიციელების უმეტესობა რუსეთიდან იყო ჩასული. ASTRA-ს წყაროები ირწმუნებიან, რომ პოლიციელებს ორმაგ ხელფასს და სხვადასხვა პრივილეგიებს ჰპირდებიან, თუ ისინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობას დათანხმდებიან.

ერთ-ერთი დაღუპული, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მერგენ ნიმგიროვია,რომელიც არხის ცნობით, მოსკოვიდან ხერსონის ოლქში სამუშაოდ ჩავიდა. იუბილეინში ასტრახანიდან ჩავიდნენ ლეიტენანტი ელენა გოლოდიაევა და ვიცე-პოლკოვნიკი ამიდა მიდელაშვილი, რომლებიც დაიჭრნენ. დაშავებული პოლიციის კაპიტანი იური პანჩენკო სოფელში სტავროპოლიდან ჩავიდა.

თუმცა განყოფილებაში ადგილობრივებიც მუშაობდნენ.

ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ცნობით (სტრუქტურა, რომელიც შექმნილია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ), იუბილეინში დაბომბეს შენობა, სადაც რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ოფიციალური პირების შეხვედრა მიმდინარეობდა. ამბობენ, რომ ხუთი მათგანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S