NATO: რუსეთმა უკრაინაში 300 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა

29-11-2023 20:01:47 მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსული არმიის დანაკარგებმა 300 ათასს გადააჭარბა დაღუპული და დაშავებულების ჩათვლით.

„სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთმა დაკარგა თავისი ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი“, - ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა ბრიუსელში ოთხშაბათს, 29 ნოემბერს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ასევე ესწრებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება.

გარდა ამისა, რუსეთმა დაკარგა „ასობით თვითმფრინავი და ათასობით ტანკი“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. აშშ-ის ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთის მხრიდან 120 ათასი სამხედრო დაიღუპა, 170-180 ათასი დაიჭრა, – წერდა The New York Times აგვისტოში წყაროებზე დაყრდნობით. მაშინ ამერიკულმა დაზვერვამ უკრაინის ზარალი 70 ათასი მოკლული და 120 ათასი დაჭრილით შეაფასა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები