Accentnews.ge
ზელენსკი ოდესის ოლქში ჩავიდა, მთავარი თემა რეგიონის დაცვაა

ზელენსკი ოდესის ოლქში ჩავიდა, მთავარი თემა რეგიონის დაცვაა

29/11/2023 13:21:43 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სამუშაო ვიზიტით იმყოფება ოდესის რეგიონში, სადაც სამხედროების მოხსენებები მოისმინა და შეხვედრა გამართა, რომელიც რეგიონის დაცვას ისახავს მიზნად.

„განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი: ოპერატიული ვითარება და უკრაინის გაერთიანებული სარდლობის "ოდესის" დაჯგუფების პასუხისმგებლობის ფარგლებში საომარი მოქმედებების ჩატარება, შავ ზღვაში არსებული ვითარება, ნაღმების საწინააღმდეგო ზომები და "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ოდესის ოლქის საჰაერო თავდაცვის საქმიანობა, ჰაერიდან ოდესის მარცვლეულის დერეფნის ინფრასტრუქტურა და იქ მყოფი ჩვენი ბრიგადების დაცვა", - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იგი ასევე შეხვდა უკრაინის სამხრეთის დამცველ სამხედროებს და მათ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

ოდესის რეგიონს, კერძოდ, მის საპორტო ინფრასტრუქტურას, რუსეთი რეგულარულად ესხმის თავს.

რუსეთის არმია მუდმივად უტევს უკრაინულ დასახლებებს სხვადასხვა სახის იარაღით: უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებით. მტკიცებულებების მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს მიზანმიმართულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S