Accentnews.ge
სანდუმ პრო-რუს პოლიტიკოსს მოლოდვის მოქალაქეობა ჩამოართვა

სანდუმ პრო-რუს პოლიტიკოსს მოლოდვის მოქალაქეობა ჩამოართვა

29/11/2023 11:50:28 მსოფლიო

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პრორუსული პარტია "რეგიონების" და რუსეთში მოლდოვის დიასპორის კონგრესის ლიდერს ალექსანდრ კალინინს მოქალაქეობა ჩამოართვა. განკარგულება მოლდოვის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კალინინისთვის მოლდოვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლად მითითებულია მოქალაქეობის შესახებ ქვეყნის კანონის დარღვევა – "უცხო სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევა."

კალინინი ღიად უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. სოციალურ ქსელებში მრავალრიცხოვან ფოტოებსა და ვიდეოებში ის ჩნდება სამხედრო ფორმაში, Z სიმბოლოთი, რომელსაც რუსული არმია იყენებს უკრაინის ომში და რომელიც აკრძალულია მოლდოვაში. ასევე მართავს აქციებს რუსი ჯარისკაცების მხარდასაჭერად.

ევროკავშირმა და კანადამ კალინინი სანქციების სიაში შეიყვანეს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S