OSINT-ის ანალიტიკოსი: სავარაუდოდ, შტორმმა გაანადგურა რუსული თავდაცვითი ბარიერები სევასტოპოლის შესასვლელთან
29/11/2023 11:43:38 მსოფლიო
სავარაუდოდ, რამდენიმედღიანმა შტორმმა გაანადგურა ბარიერები სევასტოპოლის შესასვლელთან, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ააშენა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებისგან დასაცავად. ამის შესახებ American Enterprise Institute-ის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის კვლევის დეპარტამენტის ანალიტიკოსი ბრედი აფრიკი წერს და თანამგზავრულ სურათებს აქვეყნებს.
ერთი დღით ადრე OSINT-ის მკვლევარმა ბრაიანმა სატელიტური ფოტოების მითითებით დაწერა, რომ ბარიერები შტორმმა გაანადგურა, ან შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებამ განზრახ მოხსნა ქარიშხლის გამო.
ყირიმში ძლიერი შტორმი 26 ნოემბერს დაიწყო. სტიქიის შედეგად სხვადასხვა რაიონში ათობით სახლი დაზიანდა. 28 ნოემბერს ყირიმის რუსმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა 10 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „გადაუდებელი“ რეჟიმის შემოღება გამოაცხადა.


