სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, უკრაინის მიმართ ჩვენი სოლიდარობა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც გამოვლინდეს
29/11/2023 09:30:34 მსოფლიო
NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინის მიმართ დასაველთის სოლიდარობა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც გამოვლინდეს. ამის შესახებ მან ალიანისის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შემდგარ უკრაინა-NATO–ს საბჭოს პირველი შეხვედრის წინ განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ ინტენსიურ ბრძოლას და უნდა მოვემზადოთ ახალი საჰაერო და სარაკეტო დარტყმებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი სოლიდარობა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც გამოვლინდეს. გერმანია კიევს 2024 წლისთვის 8 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას დაჰპირდა, ხოლო ნიდერლანდები – 2 მილიარდზე მეტი ოდენობისას. რუმინეთმა უკრაინელი პილოტებისთვის F-16–ების მართვის შესასწავლად სასწავლო ცენტრი გახსნა. მოკავშირეები, მათ შორის აშშ და ფინეთი, უკრაინას მეტ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას უგზავნიან. 20-მა მოკავშირემ კი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის კოალიცია შექმნა. ეს არის კონკრეტული ქმედებები, მაგრამ უფრო მეტი გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება მდგრადი და გაძლიერებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, იმიტომ, რომ უკრაინის, მაგრამ ასევე ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რომ თქვენ შეძლოთ რუსული ძალების უკან დახევა და გაიმარჯვოთ როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ერმა ევროპაში", – მიმართა სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას.


