TASS: რუსეთში შესულ უცხოელებს დაავალდებულებენ, ხელი მოაწერონ „ერთგულების ხელშეკრულებას“
29/11/2023 08:51:41 მსოფლიო
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს ქვეყანაში შესული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის „ერთგულების ხელშეკრულების“ ცნების შემოღების თაობაზე. იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS.
„ერთგულების ხელშეკრულება“ ერთის მხრივ, არის რუსეთის სახელმწიფო ორგანოების ნებართვა უცხო ქვეყნის მოქალაქის რუსეთში შესვლაზე, მეორეს მხრივ – რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების დასაცავად დადგენილი აკრძალვების დაცვით, რუსეთის ფედერაციაში შესვლით გამოთქმული უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხმობა“, - ციტირებს სააგენტო კანონპროექტს.
კანონპროექტის თანახმად, TASS-ის ცნობით, რუსეთში ყოფნის პერიოდში უცხოელს ეკრძალება:
- ჩაერიოს რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების საქმიანობაში;
- რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის, საჯარო ხელისუფლებისა და მათი თანამდებობის პირების დისკრედიტაცია;
- უარყოს ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის იდეა;
- „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ ხელშეწყობა;
- გაავრცელონ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს „ისტორიული სიმართლის დამახინჯებას საბჭოთა ხალხის ბედის შესახებ სამშობლოს დაცვაში და მისი წვლილის ფაშიზმზე გამარჯვებაში“;
- დაუდევრად მოეპყროს რუსეთის გარემოს, ბუნებრივ რესურსებს, მატერიალურ და კულტურულ ფასეულობებს;
- გამოიჩინოს უპატივცემულობა რუსეთის მოსახლეობის რეგიონალური და ეთნოკულტურული ცხოვრების წესის მრავალფეროვნებისა და „ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ფასეულობების“ მიმართ.


