Accentnews.ge
ო'სალივანი:  ყაზახეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ორმაგი დანიშნულების პროდუქტის რუსეთში რეექსპორტი

ო'სალივანი:  ყაზახეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ორმაგი დანიშნულების პროდუქტის რუსეთში რეექსპორტი

29/11/2023 07:14:20 მსოფლიო

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო'სალივანი 28 ნოემბერს შეხვდა ყაზახეთის ოფიციალურ პირებს და თქვა, რომ ასტანამ მნიშვნელოვნად შეამცირა ორმაგი დანიშნულების პროდუქტის რეექსპორტი რუსეთში, მაგრამ გაზარდა სხვა ექსპორტი.

როგორც ო’სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირს მიაჩნია, რომ დასავლეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ხელს არ შეუშლის მის თანამშრომლობას ყაზახეთთან.

ო'სალივანი, სავარაუდოდ, 29 ნოემბერს ეწვევა უზბეკეთს, რათა ყურადღება გაამახვილოს იმავე საკითხზე.

ყაზახეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 2022 წლის მაისიდან რუსეთში სამხედრო საქონლის მიწოდება სრულად აკრძალეს და ორმაგი დანიშნულების პროდუქტზე სპეციალური სერტიფიცირება და ექსპორტის ნებართვები შემოიღეს.

ამავდროულად, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ კერძო კომპანიებს შეუძლიათ აკრძალული საქონლის რეექსპორტი, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, შეაჩეროს ასეთი მიწოდება. ივნისში ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრმა თქვა, რომ „ასზე მეტი კომპანია მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“.

ოქტომბერში ყაზახეთის ვაჭრობის სამინისტრომ გამოაცხადა სანქციების გამო რუსეთში 106 ტიპის სამხედრო საქონლის ექსპორტზე აკრძალვის დაწესება. მათ შორის იყო დრონები და მათი კომპონენტები, სპეციალიზებული ელექტრონიკა, ჩიპები და მსგავსი პროდუქტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S