Accentnews.ge
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

29/11/2023 07:04:27 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს ისრაელის არსებობის უფლებას და „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 412-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

რეზოლუციას მხარი მხოლოდ ორმა წევრმა არ დაუჭირა. კერძოდ, დემოკრატმა, რაშიდა ტლაიბიმ, რომელიც მიჩიგანს წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, ხოლო რესპუბლიკელმა, ტომას მასიმ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S