Accentnews.ge
სტოლტენბერგი – თურქეთისა და აშშ–ის პოზიციებზე ისრაელ–"ჰამასის" ომში: მოკავშირეები სხვადასხვანაირად მოქმედებენ, მაგრამ NATO უშუალოდ არ არის ჩართული კონფლიქტში

სტოლტენბერგი – თურქეთისა და აშშ–ის პოზიციებზე ისრაელ–"ჰამასის" ომში: მოკავშირეები სხვადასხვანაირად მოქმედებენ, მაგრამ NATO უშუალოდ არ არის ჩართული კონფლიქტში

28/11/2023 18:53:39 მსოფლიო

NATO–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ისრაელ–"ჰამასის" ომთან დაკავშირებით აშშ–ისა და თურქეთის განსხვავებულ პოზიციებზე ჰკითხეს.

კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ ხდება შეთანხმება ალიანსში აშშ–სა და თურქეთთან, რომლებიც, კორესპონდენტის თქმით, ომში მეტ-ნაკლებად ჩართულნი არიან და აქვთ ძალიან განსხვავებული პოზიციები.

"მოკავშირეები მიესალმებიან ამ ბრძოლაში გახანგრძლივებულ პაუზას და მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ მძევლები გაათავისუფლეს და რომ ახლა ღაზაში მყოფ ხალხს ეხმარებიან და მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეიძლება. ამავე დროს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ NATO, როგორც ალიანსი, არ თამაშობს აქტიურ როლს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში. ზოგიერთი მოკავშირე სხვაგვარად მოქმედებს, მაგრამ NATO, როგორც ორგანიზაცია ამაში უშუალოდ არ არის ჩართული. ჩვენ ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონში წარმოდგენილობა გვაქვს. ალიანსს აქვს სასწავლო მისია ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. გარდა ამისა, NATO–ს აქვს მჭიდრო პარტნიორობა ბევრ არაბული სახელმწიფოსთან სპარსეთის ყურეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ძალიან მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს იორდანიასთან, სადაც ჩვენ ვახორციელებთ თავდაცვისუნარიანობის განვითარების გარკვეულ აქტივობებს. იორდანიის მეფე ალიანსს ცოტა ხნის წინ სტუმრობდა და მე ასევე რეალურად მაქვს ვიზიტები სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რათა შევხვდე იქ NATO–ს პარტნიორებს. ასე რომ, NATO–ს ერთ-ერთი გზავნილი არის ის, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტი არ გადაიზარდოს უფრო დიდ რეგიონულ კონფლიქტში და გზავნილი ირანის მიმართ არის ის, რომ არ უნდა გამოიყენოს არასტაბილურობა და კონფლიქტი შემდგომი ესკალაციისთვის. ირანმა უნდა გააკონტროლოს მისი მარიონეტები – "ჰამასი" და "ჰეზბოლა". ასე რომ, მოკავშირეები სხვადასხვანაირად მოქმედებენ, მაგრამ NATO, როგორც ალიანსი, უშუალოდ არ არის ჩართული ამ კონკრეტულ კონფლიქტში", – განაცხადა სტოლტენბერგმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S