Accentnews.ge
ბლინკენი NATO–ს მინისტერიალის დაწყებამდე: ჩვენ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას მტკიცედ დავადასტურებთ

ბლინკენი NATO–ს მინისტერიალის დაწყებამდე: ჩვენ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას მტკიცედ დავადასტურებთ

28/11/2023 15:10:03 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივნი ენტონი ბლინკენის განცხადებით, ალიანსი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. ამის შესახებ მან NATO საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე ბრიუსელში განაცხადა.

"ბოლო სამი წლის განმავლობაში NATO–მ მის წინაშე მდგარი გამოწვევების გასამკლავებლად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ მტკიცედ დავადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რადგან რუსეთის აგრესიული ომი გრძელდება. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალი წლისთვის ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტს ალიანსის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მაგრამ არა მხოლოდ ამ წლისთავის აღსანიშნავად, არამედ განვაგრძობთ ალიანსის წინსვლას, მათ შორის იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებსაც მისი წევრები იღებენ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის მიმართ. [...] დღის წესრიგში ბევრი საკითხი გვაქვს. მაგრამ მე უნდა ვთქვა, რომ რისი გაკეთებაც შევძელით ალიანსთან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამან NATO გააძლიერა", – განაცხადა ბლინკენმა NATO–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S