იაპონიაში რუსი დიპლომატები ჯარიმების გადაუხდელობაში ლიდერობენ
28/11/2023 13:24:52 მსოფლიო
იაპონიაში რუსი დიპლომატები პარკირების წესის დარღვევის გამო მიღებული ჯარიმების გადაუხდელობით ლიდერები არიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს განმეორებით იბარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და "იაპონიის კანონების" პატივისცემისკენ მოუწოდებენ.
მედია წერს, რომ რუსეთის საელჩოს სანომრე ნიშნებით მოძრავ ავტომანქანებს 2 338 გადაუხდელი ჯარიმა დაუგროვდათ, რაც საერთოდ დიპლომატიურ მანქანებზე გაცემული ჯარიმების 59%-ს შეადგენს. გადაუხდელი ჯარიმების რაოდენობით მეორე ადგილზე ჩინეთია, რომელსაც 246 ჯარიმა აქვს. მათ მოსდევთ ყაზახეთი, შემდეგია ეგვიპტე, ირანი და უკრაინა.


